ჯარიმდება თუ არა რუსულნომრიანი მანქანები - გომელაურის აღიარება
რუსულნომრიანი მანქანები რომ ბოლო ორი წელია ჯარიმდებიან, ეს ინფორმაცია კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაადასტურა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, პროგრამა უცხო ქვეყნის ნომრიანი მანქანების ამომცნობი მხოლოდ და მხოლოდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწერა და მას მერე ჩაეშვა.
უვიზო ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა. რუსულ მანქანებს არ აჯარიმებთო - ყველა მანქანა ჯარიმდება, არა მარტო რუსული, ჩვენი მეზობელი, არა მეზობელი ქვეყნების თუ არამეზობელი, ევროპული თუ ყველა, აქამდე არ ჯარიმდებოდა, რაც ომი დაიწყო უკრაინის, მას შემდეგ პროგრამა დაიწერა, მანამდე ვერ კითხულობდა, ჯარიმდება. მივიღეთ კანონი, რომ როცა გავა მანქანა, ვეღარ შემოვა თუ ჯარიმა არ გადაიხადა,“ - ამბობს გომელაური.