სამადაშვილი ჩიქოვანს: იზიარებთ თუ არა, რომ 2008 წელს ივანიშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში, ომი არ იქნებოდა?

05.02.24 14:25
სამადაშვილი ჩიქოვანს: იზიარებთ თუ არა, რომ 2008 წელს ივანიშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში, ომი არ იქნებოდა?


ბიძინა ივანიშვილი თუ არის ამ ქვეყნის მშვიდობის გარანტორი, მაშინ თქვენ რას აკეთებთ? რა საჭიროა ან მინისტრთა კაბინეტი ან თავდაცვის სამინისტრო? ბატონო მინისტრო, თუ შეიძლება, რომ ამაზე გაგვცეთ პასუხი, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

მან ჩიქოვანს  2016 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა სადაც მან"ქართული ოცნება" არცევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. 

2016 წელს ამბობდით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ტოტალურად გააყალბა და 2020 წელს შეუერთდით ამ პარტიას და ახლა, როდესაც გაუყალბებელ მთავრობას წარმოადგენთ ბატონო ირაკლი, თქვენი პარტიის ყრილობაზე გაჟღერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომი არ იქნებოდა. მაინტერესებს, თქვენ, რომელიც იყავით მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე და ქალბატონი თეა ახვლედიანი, რომელიც ასევე მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობდა, იზიარებთ თუ არა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ომი არ იქნებოდა?

ასევე მაინტერესებს, რას ფიქრობთ ივანიშვილი 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების სათავეში რომ აღმოჩენილიყო, რუსეთი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომსაც არ დაიწყებდა? ამაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი და თუ ასეა და ბიძინა ივანიშვილი თუ არის ამ ქვეყნის მშვიდობის გარანტორი, მაშინ თქვენ რას აკეთებთ? რა საჭიროა ან მინისტრთა კაბინეტი ან თავდაცვის სამინისტრო? ბატონო მინისტრო, თუ შეიძლება რომ ამაზე გაგვცეთ პასუხი“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან ჩიქოვანის გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ ვერ მოისმინა ვერც ერთი სიტყვა  უკრაინის გამარჯვებაზე.

მან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა,  მიაჩნია, თუ არა, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს სახელმწიფოს აქვს მომავალი და ამასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია.

"უკრაინის გამარჯვება არის, თუ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის"- მიმართა დეპუტატმა მინისტრობის კანდიდატს. 

მსგავსი სიახლეები