კალაძე: ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს

05.02.24 14:29
კალაძე: ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს

"ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი," - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძის თქმით, ოპოზიციის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, ახალ მთავრობას და პრემიერობის კანდიდატს პარლამენტში მხარდაჭერას გამოუცხადებენ თუ არა. 

ჩვენთვის სიახლე არ არის მათი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ისინი ძირითადად რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას და მომავალს. პირველ რიგში კი, დამაზიანებელია მათთვის. საბედნიეროდ, ქვეყანაში ბევრი სწორად მოაზროვნე ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანის ძალისხმევით, ერთიანი ჩართულობით, საქართველოში ვერასდროს იქნება რადიკალიზმი წარმატებული და ყოველთვის იქნება მარცხისთვის განწირული, როგორც გასული წლების განმავლობაში.

ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები