"იგონებენ" - გომელაური ამტკიცებს, რომ შსს-დან თანამშრომლები არ გარბიან
"ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თურმე - ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი კატარღებით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები, არ ვიცი," - ამ განცხადებას შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აკეთებს.
მინისტრობის კანდიდატი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამტკიცებდა, რომ შსს-ს თანამშრომლები არ ტოვებენ.
შსს-ს 40 ათასი ადამიანია, პოლიციელი გვყავს ძალიან ბევრი და სტატისტიკას მოგიყვანთ, მაგალითად 2023 წელს დათხოვილი თანამშრომლები იყვნენ 20~965 და 2909 ახალი მივიღეთ. ცოცხალი ორგანიზმია, ყველა მიდის და გარბის, ვერ დავეთანხმები," - თქვა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინების უწყვეტი პროცესი დაიწყო, ამერიკაში წასული პოლიციის მაღალჩინოსნებს სხვები მიჰყავთ და ასე იცლება სისტემა. საქართველოდან უცხოეთში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა დიდი გადინების ტენდენცია შეიმჩნევა. ერთმანეთის მიყოლებით წერენ პატაკებს და ქვეყნიდან გარბიან არა მხოლოდ რიგითი სამართალდამცველები, არამედ მაღალი თანამდებობისა და გავლენის მქონე პირები. რაც იმაზე მეტყველებს, რომ სისტემას პოლიციელები არა მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო ტოვებენ.