ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები ვართ - ბრეგაძე

05.02.24 14:45
ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები ვართ - ბრეგაძე

"ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები ვართ, არასდროს ვეძლევით თვითკმაყოფილებას," - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.

ბრეგაძე დეპუტატებს უმტკიცებს, რომ სამთავრობო გუნდი თვითკრიტიკულია.

ძალიან ბევრი წარმატების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის გვაქვს საკუთარ თავთან ყველაზე დიდი პრეტენზია და ვართ ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები. ჩვენ არასდროს  ვეძლევით თვითკმაყოფილებას და ვცდილობთ, რომ გაკვეთილი გამოვიტანოთ თითოეული ჩვენი მოქმედებიდან," - ამბობს ბრეგაძე.