გამაერთიანებელის სიმბოლოს გამოყენება პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება - ჩიქოვანი
"გამაერთიანებელის სიმბოლოს - ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება. საკმაოდ მაპოლარიზებელი იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები," - ამ განცხადებას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აკეთებს.
ჩიქოვანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ პოლიტიკური განცხადება ამაზე არაერთხელ გაუკეთებია. რაც შეეხება იმას, თუ რა კომუნიკაცია ექნება მას სალომე ზურაბიშვილთან, მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ გაწერილი წესების თანახმად იმოქმედებს.
მაინტერესებს, თქვენ როცა ამ კითხვაზე ფიქრობდით და დასვით, თქვენი მოტივაცია რა იყო ანუ ფიქრობდით, რომ გამოგვიჭირეთ? ჩავთვალოთ, რომ ვერ გამოგვიჭირეთ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში გამაერთიანებელის სიმბოლოს - ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება. საკმაოდ მაპოლარიზებელი იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც მას ჰქონდა მიღებული, მაგრამ როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი გეტყვით, რომ პრეზიდენტთან და თავდაცვის სამინისტროსთან არის ურთიერთობები გაწერილი.
მგონი, ამ შემთხვევაში, ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვალა, როგორც ერთი ირაკლი გადავიდა პარტიის თავმჯდომარედ და მეორე ირაკლი გადმოვიდა მთავრობის ხელმძღვანელად, მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც 2024 წელი წაგებული თამაშია ოპოზიციისთვის,“ - ამბობს ჩიქოვანი.
ჩიქოვანის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში, სადაც თეონა აქუბარდიამ რამდენიმე დეტალის დაზუსტება სცადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცა სდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ირაკლი პირველი, მეორე, მესამე - რა დამოკიდებულებაა. ყველას აქვს სახელი და გვარი, თქვენ ახლა თეონა პირველი, მეორე, მეხუთეთი მოგიხსენიოთ? - მიმართა ოხანაშვილმა აქუბარდიას.