რთულია რაიმე რეაგირება გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ - გომელაური გინტურის საქმეზე
ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის ჩაცხრილვის ფაქტს შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა. როგორც გომელაური ამბობს, ამ შემთხვევაში გამოძიების ჩატარება რთულია, რადგან ოკუპირებულ მხარეს საქართველოს სამართალდამცავები ვერ იმუშავებენ.
საზარელი ფაქტი იყო ნამდვილად, რაც მოხდა კირბალში, ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენი მხრიდან რაიმე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ ჩვენ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს,“ - ამბობს ვახტანგ გომელაური.