ფსიქოლოგიური მდგომარეობა უცვლელია - თენგიზ წულაძე სააკაშვილზე
ომბუსმენის კონსილიუმის ექიმი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უცვლელია. მედიკოსის თქმით, სააკაშვილს დეპრესია, შფოთვა, ნეიროპათია და ატაქსია ისევ აღენიშნება.
ამასთან, თენგიზ წულაძე მიიჩნევს, რომ ექიმის პროფესიულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა არც საზოგადოებრივმა აზრმა უნდა იქონიოს.
გაუმჯობესება არის სომატური თვალსაზრისით, წონაში მომატება დაიწყო, კუნთოვანი მასაც ცოტათი მეტი აქვს, ვიდრე ჰქონდა. ვზომავთ ჩვენა ამას ყოველთვის, როცა მივდივართ. იგივენაირად რჩება ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორც იყო: დეპრესია, შფოთვა, ასევე ნევროლოგიური სტატუსი რაც ჰქონდა, ის ნეიროპათია, ატაქსია, ისიც ისევ რჩება, როგორც იყო. კომისიაში, დასკვნაში რაც აღიწერა, იმას სრულიად ვეთანხმები. კარგად არის აღწერილი რატომ არის პრობლემა ფსიქლოგიური ინტერვენცია და არ უტარდება და პაციენტს რომ არ უტარდება, ეს ისევ ისე რჩება. რას იტყვიან საზოგადოებაში, რას იტყვიან მედიკოსებში, მაგან შეიძლება გავლენა მოახინოს, მაგრამ, წესით, ჯობია, რომ ამაზე არ ისაუბრონ, იმიტომ, რომ ასე უ ისე ექიმი გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს და ეგ არ არის სწორი. ექიმზე გავლენა არავინ უნდა მოახდინოს პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას, - ამბობს ნევროლოგი თენგიზ წულაძე.