პრემიერად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც ეკონომიკის არაფერი გაეგება - გიორგი ვაშაძე
„ქართული ოცნება“ სამთავრობო პროგრამით ამბობს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უმუშევრობისა და სიღარიბის გაღრმავების გეგმა უფროა ის, რაც მმართველმა პარტიამ წარადგინა.
ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც ეკონომიკის არაფერი გაეგებ
“მოგესალმებით, გუშინ ჩამოვედი აშშ - დან და ერთი დღით მომიწია ნიურ- ორკში ჩასვლა, საკმაოდ საინტერესო შეხვედრებზე, მაგრამ ყველა მძიმე სანახავი იყო ის, რომ ათასობით ქართველს ნახავთ ნიუ- ორკში, ქუჩაში ვერ გაივლი, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. რატომ არის ამდენი ადამიანი წასული ქვეყნიდან? იმიტომ, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, რადაც გაურბიან ჩვენი თანამემამულეები. ოცნების მმართველობის პერიოდში 800 000- ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა ქვეყანა, დატოვა არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რაც ჩვენს ქვეყანაშია. დღეს პარლამენტი იხილავს ახალ მთავრობის შემადგენლობას, თუმცა სიახლე აქ არაფერია და ძველ მთავრობის გეგმას, რომელიც კვლავ წარმოადგინეს. ხელთ მაქვს სამთავრობო გეგმა, არის აქ რამე დასაქმებაზე? რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს?
მთავარი კითხვა ხომ ეს არის - სამუშაო ადგილების შექმნას როგორ აპირებენ, ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლას როგორ აპირებენ, ამ კატასტროფული მიგრაციის პირობებში, რას აპირებენ? პასუხი ოცნების არის, რომ არაფრის შეცვლას ისინი არ აპირებენ. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სამთავრობო პროგრამაში არაფერი შეცვლილაო, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად არისო. ეს სამთავრობო პროგრამა მიუთითებს, რომ ისინი რეალობას აცდენილები არიან, მათთვის ივანიშვილისთვის, ელიტისთვის , მართლა ყველაფერი კარგადაა, ჩვენთვის კი საზოგადოებისთვის, ყოველი შემდეგი დღე კიდევ უფრო მძიმეა. ოცნება ეს არის უმუშევრობა, კატასტროფული მიგრაცია, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევა, დემოგრაფიული პრობლემები და შესაბამისად ამ სამთავრობო პროგრამით კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. უმუშევრობისა და სიღარიბის კიდევ უფრო გაღრმავების გეგმა უფრო შეგვიძლია დავარქვათ, რაც წარმოადგინეს და ბოლოს, პრემიერ მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის, საერთოდ გონზე არაა სამუშაო ადგილი როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რამდენად მიგაჩნიათ, რომ ნორმალურ პირობებში ასეთ მთავრობას მხარდაჭერა უნდა ქონდეს ? არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა და ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი გზა არის გზა ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, მათი გზა არის გზა უმუშევრობისკენ, ელიტის გამდიდრებისკენ და ხალხის სიღარიბისკენ.” - განაცხადა ვაშაძემ