სააკაშვილის ჯანმრთელობის დასტაბილურება ამ გარემოსა და ვითარებაში შეუძლებელია - სოფო ჯაფარიძე
ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის შემდეგ მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ამ გარემოსა და ვითარებაში სრულად განკურნება შეუძლებელია. ენმ-ს წევრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეა და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
ჩვენ უკვე მოვისმინეთ ევროსაბჭოს განცხადება და ახლაც, ფაქტობრივად, იგივეს ვისმენთ, რომ შეუძლებელია ამ გარემოში და ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასტაბილურება. მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უპირობოდ უნდა იქნეს გათავისუფლებული, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.