რაც დადეს რეალობაა - გომელაური სუსის სკანდალურ განცხადებაზე

05.02.24 17:17
რაც დადეს რეალობაა - გომელაური სუსის სკანდალურ განცხადებაზე

რაც დადეს რეალობაა - ვახტანგ გომელაური სუს-ის სკანდალური განცხადებაზე არ საუბრობს. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ სპეცოპერაციის შესახებ იცის, თუმცა უმჯობესია, დეტალებზე განმარტებები სახალმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთოს. 

ინფორმაცია ვიცი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური იძიებს, მათი საქმე და წინასწარ ჩემი განცხადებები არასწორი იქნება. ჯობია, რომ განცხადება თვითონ გააკეთონ. რაც დადეს ეს არის ფაქტი, რეალობა. ამოღებულია ეს ყველაფერი და სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მართლა უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩაატარეს"- ამბობს გომელაური. 

სუს-ის სკანდალური  ბრიფინგიდან ხუთი საათის შემდეგ ირკვევა, რომ ტერაქტების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი პირი არ ჰყავს დაკავებული. არადა, ლილუაშვილის უწყება თბილისსა და ვორონეჟში დაგეგმილი ტერაქტების ორგანიზებაში  12 ადამიანს ამხელოდა, მათ შორის საქართველოს შვიდ მოქალაქეს.

სუს-ის მტკიცებით, საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა ოდესიდან წამოიღეს და სარფის გავლით საქართველოში შემოიტანეს.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ ოპერაციას უკრაინის მმართველი პარტიის წევრი წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა. 

სუს-ის თქმით, თუ ასაფეთქებლები მოქმედებაში მოვიდოდა, მსხვერპლი და ნგრევაა მასშტაბური იქნებოდა.