როდის გადაიყვანენ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში - რა პოზიცია აქვს რატი ბრეგაძეს
მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების რეკომენდაციის შემდეგ გადაიყვანენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ისაუბრა.
ბრეგაძის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, ეს რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს უხარია. ვამბობდით იმას, რომ ვართ მოწადინებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. რაც შეეხება გადაყვანას, ამასთან დაკავშირებითაც არაერთხელ მითქვამს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება ექიმებისგან დასტური, რომ მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არის რეკომენდირებული.
აღვასრულებთ სასჯელს და ამავდროულად, ვიცავთ ყველა პატიმრის უფლებას და ჩვენ ადრეც არაერთხელ გვქონია საუბარი, რომ არ ვიმოქმედებთ შეგრძნებებისა თუ პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე, არამედ არსებობს მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი ნორმები, რომელსაც ვიცავთ,“ - ამბობს რატი ბრეგაძე.