მადლობას გიხდით, რომ გინდათ ამ დაწესებულებებიდან პოლიტიკა გამოიტანოთ - ზავრადაშვილი წულუკიანს

05.02.24 17:20
მადლობას გიხდით, რომ გინდათ ამ დაწესებულებებიდან პოლიტიკა გამოიტანოთ - ზავრადაშვილი წულუკიანს

კულტურის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა მადლობა გადაუხადა. როგორც ზავრადაშვილი ამბობს, მინისტრობის კანდიდატს მადლობას უხდიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, რადგან წულუკიანი, მისი შეფასებით, კულტურის პოლიტიკისგან დაცლას ცდილობს.

ქალბატონო თეა მინდა, გადაგიხადოთ კულტურის თანამშრომლების დიდი ნაწილისგან, რომელიც მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ დაწესებულებებიდან პოლიტიკა გინდათ, გამოიტანოთ, ამისთვის მადლობა,“ - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.