2024 წლის არჩევნების კონტექსტში რატომ არის აშკარა მცდელობა, რომ კულტურა და განათლება დაუქვემდებაროთ პოლიტიკურ კონიუნქტურას - ახვლედიანი
მოხდეს კულტურის და განათლების უწყებების დეპოლიტიზირება - ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც კულტურისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ახვლედიანის შეფასებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი ძალა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ორი სფეროს დამორჩილებას ცდილობს.
ცალკეული მიმართულებებით პროექტების კუთხით წარმატებებთან იყოს მთავარი წარმატება - წარმატება, რასაც ჰქვია ამ უწყებების სრული, მაქსიმალური დეპოლიტიზირება. 2024 წლის არჩევნების კონტექსტში რატომ არის იმის აშკარა, ღია მცდელობა, რომ ეს ორი უზარმაზარი სფერო - კულტურა და განათლება ასე უხეშად დაუქვემდებაროთ პოლიტიკურ კონიუნქტურას,“ - ამბობს არმაზ ახვლედიანი.