საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს და რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ეს მითია - გომელაური
"საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს და რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ეს მითია", – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.
გომელაურმა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
ცხელ დროს, ომის დროს რაც იყო, რუსეთის მოქალაქეების სადღაც 40 პროცენტი უკვე გასულია. მთლიანობაში, 44 პროცენტი იყო, რომლებიც იყვნენ ორმაგი მოქალაქეები. თუ არ ვცდები, 33 პროცენტი იყო ისეთი, რომელიც იყო საქართველოში დაბადებული. ესენი იყვნენ როგორც ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ა.შ. რომლებიც წავიდნენ რუსეთში, შემდეგ დაკარგეს მოქალაქეობა და ითხოვდნენ აღდგენას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იყვნენ დაბადებული საქართველოში, მისი მშობლები, დები, ძმები ცხოვრობენ აქ. აღინიშნა, რომ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისთვის მოქალაქეობის მიცემა-არმიცემასთან დაკავშირებით. საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს და რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ეს მითია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.