როდის შეხვდებით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს? არასწორია მინისტრი მათ არ ესაუბრებოდეს - ნაცვლიშვილი

05.02.24 18:31
როდის შეხვდებით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს? არასწორია მინისტრი მათ არ ესაუბრებოდეს - ნაცვლიშვილი

"როდის შეხვდებით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს?", - ამ კითხვით "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ზურაბ აზარაშვილს მიმართა. 

ნაცვლიშვილმა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიერ პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და ის ფაქტი, რომ დარგის ხელმძღვანელს არანაირი კომუნიკაცია არ გააჩნია ექიმებთან, უარყოფითად შეაფასა.

ძალიან ცუდად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ათასობით ადამიანი კომუნიკაციას ვერ იღებს თქვენი და თქვენი უწყების მხრიდან. ერთი მაგალითი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, მაგრამ ბევრი სხვა პრობლემაა დარგში. მე არ შევალ სამართლებრივ დეტალებში თუ რამდენად არასწორად გამოიყურება კანონთან დაკავშირებით პროცესი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით მიმდინარეობს. ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც დარგის ხელმძღვანელს არ აქვს კომუნიკაცია და დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან. ამიტომ, მინდა გთხოვოთ შეხვდეთ ამ ადამიანებს.

როდის შევხდებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს? იმიტომ, რომ არასწორია მინისტრი მათ არ ესაუბრებოდეს, როდესაც ადამიანები უკიდურეს ზომას მიმართავენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები