"ნუ ჩამეჩრებით", "დეპუტატმა სიტყვები შეარჩიეთ" - თაკო ჩარკვიანს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

05.02.24 18:43
"ნუ ჩამეჩრებით", "დეპუტატმა სიტყვები შეარჩიეთ" - თაკო ჩარკვიანს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

კამათი და დაპირისპირება პარლამენტში - კომიტეტი თაკო ჩარკვიანს დაატოვებინეს. დაპირისპირება გელათის საკითხზე მსჯელობას მოჰყვა. თაკო ჩარკვიანისთვის მიუღებელია კულტურის მინისტრის განცხადება, რომელმაც პასუხისმგებლობა აირიდა გელათში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ინტერესი გვაქვს გავიგოთ, ვინ, რატომ და არ გააკეთა? - მიმართა სარჯველაძეს თაკო ჩარკვიანმა.

ნუ ჩამეჩრებით, ნუ იკადრებთ, ეს მერე თქვენზე მეტყველებს ცუდად. ინტრიგაა, რა თქმა უნდა, ინტრიგაა და ინტრიგანია, როცა იქ ვიღაცის დაპირისპირებას ცდილობენ ერთმანეთთან. არავინ არ არის ქალბატონო თამარ, თქვენი გასალანძღი,“ - ამბობს სარჯველაძე.

დეპუტატმა სიტყვები შეარჩიეთ,“ - მიმართა სარჯველაძეს თაკო ჩარკვიანმა.
 

მსგავსი სიახლეები