"ვივა მედში" სააკაშვილის სრულად გამოჯანმრთელება შეუძლებელია - სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა უცვლელია
"ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის სრულად გამოჯანმრთელება შეუძლებელია - სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა უცვლელია. ექსპერტები ადასტურებენ, რომ პაციენტმა წონაში მოიმატა, თუმცა კვლავ რჩება მძიმე ნევროლოგიური ფონი, სახეზეა კუნთების განლევა, მეხსიერების გაუარესება და კონცენტრაციის დაქვეითება. ამ ყველაფრის განკურნება კი არა თუ ციხის პირობებში, იმ პალატაშიც შეუძლებელია, სადაც დღეს სააკაშვილი იმყოფება.
სამედიცინო დასკვნას 7 ექიმი აწერს ხელს. მედიკოსები თვლიან, რომ სააკაშვილის მდგომარეობის ზოგადი სურათი არ იძლევა დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას. რუსეთმა პატიმარ პრეზიდენტს ნელი სიკვდილის განაჩენი გამოუტანა - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის პოზიცია. ხელისუფლება კი "ვივა მედის" რეკომენდაციას ელოდება, რომ პრეზიდენტი ისევ ციხეში დააბრუნოს. თუმცა "ოცნებას" გეგმა სისრულეში ვერ მოჰყავს, რადგან კონსილიუმის დასკვნას კლინიკის ხელმძღვანელობაც ეთანხმება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.