ცენზურა პარლამენტში - ოპოზიციონერებს ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამო დარბაზიდან აძევებდნენ

05.02.24 20:09
ცენზურა პარლამენტში - ოპოზიციონერებს ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამო დარბაზიდან აძევებდნენ

მძიმე ორშაბათი პარლამენტში. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებზე ჩხუბისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზიდან ყრიდნენ, ვისაც არ აგდებდნენ მიკროფონებს უთიშავდნენ ან თავს ესხმოდნენ. სალომე სამადაშვილს მხოლოდ იმიტომ დაატოვებინეს სხდომა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. არც სხვა ოპოზიციონერები დაინდეს. "ოცნების" დეპუტატებს, როდესაც კითხვები არ მოსწონდათ, პირდაპირ შტურმზე გადადიოდნენ. 

 ასე იცავდნენ მომავალ მინისტრებს ოპოზიციის კრიტიკისგან. უმრავლესობის განსაკუთრებული მობილიზება იმ დროს იყო, როდესაც კითხვებს შინაგან საქმეთა  და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსვამდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მეოცნებე კოლეგების შეძახილების ფონზე უწევდათ. მთავრობის მომავალი წევრები თავს მშვიდად მხოლოდ მაშინ გრძნობდნენ, როდესაც მიკროფონს უმრავლესობის წევრებს ურთავდნენ და  ოცნების დეპუტატებისგან მხოლოდ მადლობებს ისმენდნენ.

მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში - ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები