წულუკიანი სასამრთლოთი იმუქრება
"ინტრიგანის" შეძახილებით გააძევა უმრავლესობამ სხდომიდან თაკო ჩარკვიანიც - დეპუტატს კულტურის მინისტრთან დაპირისპირება არ აპატიეს. წულუკიანი კი სასამართლოთი იმუქრება. ყველა, ვინც მისი მინისტრობის პერიოდს გელათის განადგურებას დაუკავშირებს სასამართლოში აგებს პასუხს - ასე პასუხობს მინისტრი ოპონენტებს. წულუკიანი ისტორიულ ძეგლში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და ხელს საპატრიარქოსკენ იშვერს.
"ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაა გელათში" - ეს არის მინისტრის პოზიცია. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველა კითხვა გელათთან დაკავშირებით მხოლოდ საპატრიარქოს მისამართით უნდა იყოს, რომელსაც წულუკიანმა სრულად გადააბარა ტაძრის რეკონსტრუქცია. მინისტრი დღეს წინა ხელისუფლებასაც გადასწვდა და თქვა, რომ რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს ხარვეზებით იყო შედგენილი. თუმცა რატომ არ გამოასწორა მისმა ხელისუფლებამ ეს ხარვეზები 2012 წლიდან დღემდე - ამაზე არაფერი უთქვამს.
წულუკიანი სასამრთლოთი იმუქრება - ხატია სამხარაძე ხმაურიანი გამოსვლის დეტალებით