გაღატაკებული მოსახლეობა და "ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკების უზრუნველი ცხოვრება

05.02.24 20:41
გაღატაკებული მოსახლეობა და "ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკების უზრუნველი ცხოვრება

"ქართული ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკების უზრუნველი ცხოვრებისთვის დახარჯული მილიონები ბიუჯეტიდან - სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ექს მაღალჩინოსნების თავშესაფარია, მხოლოდ მანქანებში 8 მილიონს ხარჯავს. უწყებას 130-ზე მეტი ბოლო თაობის ავტომობილი ემსახურება. ელექტროსისტემის ჩინოვნიკები, რომელთა შორისაა "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზარდიაშვილი და ყოფილი მინისტრი მღებრიშვილი, ბოლო გამოშვების ლუქ კლასის მანქანებით გადაადგილდებიან. თითოეულის ღირებულება ასობით ათასი ლარია.  

ხალხის ფულს ძვირადღირებულ ავტომობილებში ხარჯავენ აფხაზეთის მთავრობის მაღალჩინოსნებიც. 30-მილიონიანი ბიუჯეტიდან დევნილების პრობლემების მოგვარებაზე წლიდან წლამდე მხოლოდ 20 პროცენტი მიდის. დანარჩენი ფული კი ჩინოვნიკების ხელფასებზე,   ავტოპარკის განახლებასა და ძვირადღირებულ მანქანების ყიდვაზე იხარჯება. მხოლოდ ერთი თვის წინ სამ ახალ ავტომობილში 200 ათასზე მეტი გადაიხადეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები