სუს-ის სკანდალური განცხადება - აღასრულა თუ არა ლილუაშვილის უწყებამ რუსეთის მიერ დადგმული სცენარი

05.02.24 20:25
სუს-ის სკანდალური განცხადება - აღასრულა თუ არა ლილუაშვილის უწყებამ რუსეთის მიერ დადგმული სცენარი

ხმაურიანი სპეცოპერაცია, რომლითაც სუს-ი ირწმუნება, რომ რუსეთში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთა, თუმცა არც ერთი დაკავებული არ ჰყავს. ლილუაშვილის უწყება უკრაინას საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით საქართველოში შემოტანილი ასაფეთქებელი საშუალებების საქმეში 12 პირი იყო ჩართული, მათ შორის საქართველოს შვიდი მოქალაქე, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუკავებიათ. სამაგიეროდ რუსული მედია დღეს აჭრელებულია ქართული სპეცსამსახურების წარმატებული მუშაობით. 

აღასრულა თუ არა სუს-მა რუსეთის მიერ დადგმული სცენარი. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ სპეცოპერაციის უკან სწორედ რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას ზელენსკის პარტიის წევრი, ანდრეი შარაშიძე უწევდა ორგანიზებას. გამოძიების მტკიცებით, ძლიერი ფეთქებადი საშუალება "სი-4" ისე გადმოიტანეს ოდესიდან ორი ქვეყნის გავლით საქართველოში, რომ ვერავინ მისი აღმოჩენა ვერ შეძლო.

პირველი რეაქციები მოსკოვში - გუგა არჩვაძე აგრძელებს საუბარს პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები