დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან? - წულუკიანი ჩარკვიანს

05.02.24 20:02
დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან? - წულუკიანი ჩარკვიანს

"დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?", - ასე უპასუხა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკას: "ტაში ამხანაგებო, ტაში", რომლითაც "ოცნების" დეპუტატის, რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

ბერაძემ მადლობა გადაუხდა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის.

მე მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ იმთავითვე გამოეხმაურეთ მოსახლეობის თხოვნას და რამდენიმე დღეში ეს მუზეუმი მწყობრში ჩადგება. მოსახლეობის სახელით მინდა [მადლობა] გადაგიხადოთ, მინდა წარმატებები გისურვოთ იმ საქმეში, რომელსაც ჩვენს ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

მსგავსი სიახლეები