გამარჯვების კოალიციამ სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატობა შესთავაზა, იგი ამ საკითხთან კონსულტაციებს აგრძელებს - ბეჟაშვილი
რა ფორმით ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამარჯვების კოალიციამ პუტინის ტყვეობაში მყოფ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა იგი ამ დრომდე აგრძელებს კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებთან.
ბეჟაშვილი ქართველ ოლიგარქს კრემლის ხელწერაში ამხელს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულ გადაწყვეტილებებს პუტინის მითითებებიდან გამომდინარე იღებს.
ჩვენ გვყავს ტოტალიტარული რეჟიმი ქვეყანაში, რომლისთვისაც კანონი, კონსტიტუცია, საერთაშორისო პარტნიორების მიწოდება მიუღებელია. ისინი ასრულებენ რუსულ დავალებას. პუტინი რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილს, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული მიხეილ სააკაშვილის მიმართებით. სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის მზად არის, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები და ჩაუდგეს ამ ბრძოლას სათავეში. ამიტომ გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა. ბუნებრივია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გააგრძელოს პოლიტიკური კონსულტაციები", - ამბობს ბეჟაშვილი.