სამადაშვილი VS ბეჟაშვილი - დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის
პოლიტიკური დებატები "საჯარო პოლიტიკის" ეთერში - ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი და "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ.
ცხარე კამათის მიზეზი სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ ქართველ ხალხს ხელისუფლებაში არც "ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა" არ სურს, არამედ საზოგადოება ოპტიმალურ ალტერნატივას ეძებს.
ბეჟაშვილმა სამადაშვილს მიუგო, რომ ენმ-ი არის ის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არა 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის, არამედ არჩევნებში გასამარჯვებლად იბრძვის.