პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა კობახიძის მინისტრობის კანდიდატებისა და პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულმა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის პრემიერობის კანდიდატებსა და პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პოლიტიკოსებმა განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.