ხმაურიანი სხდომის მოლოდინში - პარლამენტში დღეს ეკონომიკურ გუნდს ელოდებიან
ძალოვანი მინისტრების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში დღეს ეკონომიკურ გუნდს ელოდებიან. მინისტრებს დეპუტატების კითვებზე პასუხების გაცემა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუწევთ.
ეკონომიკური გუნდის მოსმენა პარლამენტში 16:00 საათზე დაიწყება. კითხვები მათთან არ აქვს "ქართულ ოცნებას". ხელისუფლება წინასწარ აანონსებს, რომ ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს არ მოითმენენ.
მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ერთადერთ მიზანს პროცესის რადიკალიზაცია წარმოადგენს.
ამ დროს, როცა დეფიციტი არგუმენტებისა განსაკუთრებულად მწვავედ შეიმჩნეოდა, ამ დროს, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები მიმართავენ იმ ხერხს, რასაც ჰქვია ვითარების გადდაძაბვა მაქსიმალურად, რადიკალიზაცია. განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით მაინც და მაინც ბევრი საკრიტიკებელი არაფერი აქვს ოპოზიციას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კვლავაც ისინი ამ მშვიდად მოუსმენენ ან მეორე ვარიანტია, რომ რადიკალიზაციას შეეცდებიან. ყველა ხედავს, რომ, რეალურად, ოპოზიციას სათქმელიც ბევრი არაფერი აქვს საკუთარი უპირატესობის შესახებ. ის დაკავებულია მხოლოდ ცრუ, არასწორი ბრალდებების წამოყენებით, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლება მომავალშიც არაფრის შეცვლას არ აპირებს და ყველაფერი უწინდებურად გაგრძელდება.
სათითაოდ ადასტურებენ მინისტრები, რომ ისევ ისე გაგრძელდება რუსეთის მოქალაქეების პარპაში ამ ქვეყანაში, ისევ ისე გაგრძელდება გელათის ფრესკების ჩამორეცხვა, ისევ ისე გაგრძელდება ის სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც ქვეყანაშია და არაფრის შეცვლას და არანაირ გაუმჯობესებას ეს მინისტრები არც აპირებენ, არც აქვთ ამის შესაძლებლობა და არც ამის სურვილი, - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ნდობის გამცხადების პროცესი ხვალ ახალ ეტაპზე გადადის. საუბარია ფრაქციების მიერ მთავრობის მოსმენაზე. რეგლამენტის მიხედვით მთავრობისთვის ხვალ ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს უნდა მოესმინა, თუმცა "ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური სუბიექტი ერთ ფორმატში წარმოადგინოს.