ზურაბიშვილის პოლიტიკის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს - სარჯველაძე
"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯვცელაძე სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს და აანონსებს, რომ დღეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით წარსდგება, თუ ექნება შესაძლებლობა, აუცილებლად გამოხატავს და დააფიქსირებს ზურაბიშვილის მიმართ თავის დამოკიდებულებას.
იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ბოლო ხანებში მკვეთრად ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერა აირჩია, უფრო მეტად, ამ ანგარიშის წარმოდგენის ფორმატი, ალბათ, უფრო მეტად გაჯერებული იქნება ოპოზიციის მხარდაჭერით, იმ განცხადებების კეთებით, რომელიც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია. გამიხარდება, თუ ვცდები და რეალურად ეს იქნება ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. არასდროს დამიმალავს, რომ ამ ბოლო ხანებში მაქვს, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ზურაბიშვილის განცხადებების და პოლიტიკის მიმართ. ამიტომ, შევეცდები, თუ მექნება ამის შესაძლებლობა, რა ფორმასაც შევარჩევ, ამ ფორმით გამოვხატო მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება", - განაცხადა სარჯველაძემ.
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში - სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან.
საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.
სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.