გომელაურის სკანდალი - სისტემის მსხვერპლი პოლიციელი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

06.02.24 11:28
გომელაურის სკანდალი - სისტემის მსხვერპლი პოლიციელი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

დაიწყება  თუ არა გომელაურის სიძის და  პოლიციის მაღალჩინოსნების  წინააღმდეგ  გამოძიება? - გომელაურის სიძის გაჩერების გამო დასჯილი პოლიციელის საქმეში „ადამიანის უფლებათა ცენტრი" ერთვება. 

ორგანიზაციამ სკანდალურ საქმეში უკვე ბევრი დარღვევა აღმოაჩინა და მინისტრის სიძის და იმ  პოლიციელების გამოკითხვას ითხოვს, ვინც ანდრია სიხარულიძეზე ზეწოლა მოახდინა.

ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ანდრია სიხარულიძის სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან ზექოლისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. 

ანდრის სიხარულიძე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ჯანმრთელობის მხრივ არ აქვს რაიმე პრობლემა, თუმცა, კვალი დატოვა მასზე განხორციელებულმა ზეწოლამ. იმ გარემოებას, რაც განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აუცილებლად სჭირდება შესწავლა. უნდა გამოიკვეთოს რა მოხდა და უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც მასზე ზეწოლა განახორციელეს. 

ის რომ საჯაროდ, ტელეეთერით გაჟღერდა ეს გარემოებები, ეს ნიშნავს იმას, რომ მოკვლევა უკვე უნდა იყოს დაწყებული"- აცხადებს ლონდარიძე. 

 „შაბათის ეთერს" სკანდალური გამოძიების შემდეგ კი რამდენიმე კვირა გავიდა, დაკავებული  პატრულ ინსპექტორი პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან მუქარაზე და შანტაჟზე  ღიად სამართალში  საუბრობდა, თუმცა არცერთ უწყებას ჯერ  საქმეზე გამოძიება არ დაუწყია. არადა ფაქტი  პრაქტიკულად გუშინ ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა. 

ანდრია სიხარულიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახი ტერორში სასამართლო დარბაზში, ფიცის ქვეშ ამხილა. უფროსი ოფიცერი, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 11 წლიანი სტაჟი აქვს, ამტკიცებს, რომ ციხეში 7 წლით მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა. 

მსგავსი სიახლეები