ერთი თხოვნა მექნება პრეზიდენტთან, ისარგებლოს მიერ მიერ ერთხელ უარნათქვამი შეწყალებით - იაგო ხვიჩია
პრეზიდენტმა ისარგებლოს მიერ მიერ ერთხელ უარნათქვამი შეწყალებით - ეს ერთადერთი თხოვნა ექნება დღეს "გირჩის" ლიდერს იაგო ხვიჩიას სალომე ზურაბიშვილთან.
ხვიჩიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პრეზიდენტის მიერ ბრძოლის აზრიც დაკარგა და დღეს შერბილებულ რიტორიკას ელოდება, როგორც "ოცნების" ისე პრეზიდენტის მხრიდან.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პრეზიდენტის მიერ ბრძოლის აზრიც დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლის აზრიც დაკარგა, ვინც არ უნდა იყოს ამ ბრძოლის შემოქმედი. შესაბამისადდ, მე უფრო ველოდები შერბილებულ რიტორიკას "ოცნების" მხრიდანაც და პრეზიდენტის მხრიდანაც და საშუალების მიცემას პრეზიდნზე, რომ ნელ-ნელა ამოწუროს თავისი ვადა და გავიდეს ქართული პოლიტიკიდან. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, გნებავთ თხოვნა, ისარგებლოს მიერ მიერ ერთხელ უარნათქვამი შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებით", - ამბობს იაგო ხვიჩია.
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში - სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან.
საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.
სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.