ივანიშვილის გამდიდრებული ხელისუფლება ემალება ხალხს - ლევან ხებეიშვილის საგანგებო განცხადება

06.02.24 11:37
ივანიშვილის გამდიდრებული ხელისუფლება ემალება ხალხს - ლევან ხებეიშვილის საგანგებო განცხადება

„ივანიშვილის გამდიდრებული ხელისუფლება ემალება ხალხს და უარს აცხადებს, რომ მოვიდეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე" - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ფრაქციის წევრებს კითხვები აქვთ ფასების ზრდასთან, მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით. 

ხაბეიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არღვევენ ყველანაირ წესს, რეგლამენტს და ემალებიან მოსახლეობას:

 „ივანიშვილის გამდიდრებული ხელისუფლება ემალება ხალხს და ფაქტობრივად უპრეცედენტო რამ ხდება დღეს საქართველოს პარლამენტში. ხელისუფლება უარს აცხადებს, რომ მოვიდეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე და ის ვალდებულია, რომ მოვიდეს და ვერ გაიხსენებთ, როცა ისინი უარს ამბობენ, რომ მოვიდნენ და რას გაურბიან ივანიშვილის დანიშნული წარმომადგენლები? ჩვენ გვაქვს კითხვები მინისტრებთან ფასების ზრდასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ერთი ავზის ავსება ავტომობილში 90-110 ლარი რომ უჯდებოდა მოქალაქეს და დღეს 160-180 ლარი უჯდება იგივე სერვისი, რომ გაიზარდა ელექტრო ენერგიის გადასახადი და ყველამ კარგად იცის, რომ კომუნალურს თუ იცდი და 33-37 ლარს ახლა უწევს 48-55 ლარის გადახდა იგივე სერვისის მიღებაში. გაძვირებულია სახელმწიფო სერვისები პირადობის მოწმობის აღებიდან, გაგრძელებული სხვადასხვა მომსახურებით და ცხადია, ჩვენ გვაქვს შეკითხვები ჩვენი მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა ივანიშვილის პარტია უარს აცხადებს კომუნიკაციაში იყოს ხალხთან, უარს აცხადებს ამ კითხვებზე უპასუხოს მოსახლეობას და არა პარტიას და შესაბამისად, ფაქტობრივად ხდება პირველად ისე, რომ ისინი არღვევენ ყველანაირ წესს და რეგლამენტს და ემალებიან მოსახლეობას, ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს და ვალდებულია გასცეს საქართველოს მოქალაქეს პასუხი. რატომ იმალებიან? რატომ არ აქვთ ამ კითხვებზე პასუხები? და რატომ იღებენ ისეთ დავალებებს, რომ არ უპასუხონ ხალხს ყოველდღიური პრობლემები რომ აქვთ ამ შეკითხვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმალებიან, არ მოდიან ფრაქციის სხდომაზე და „ნაციონალური მოძრაობის“, ხალხის შეკითხვებს გაურბიან, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას მათ შორის კომიტეტებს და ცხადია, ყველა ამ შეკითხვას , რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეს, დავსვამთ აუცილებლად.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, წესის მიხედვით,  საკომიტეტო მოსმენების შემდეგ კობახიძის გუნდი ვალდებულია, ოპოზიციას შეხვდეს. 

მსგავსი სიახლეები