რას ელოდებით პრეზიდენტისგან? - კობახიძემ კითხვას არ უპასუხა
"ქართული ოცნებს" ლიდერები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრებიან - სხდომათა დარბაზში უკვე შევიდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე.
წამოუდგება თუ არა სალომე ზურაბიშვილს ფეხზე ამჯერად მაინც? - მმართველი პარტიის ლიდერმა ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.
პარლამენტში პრემიერობის კანდიდატი დეპუტატის სტატუსით იმყოფება, კობახიძეს ოფიციალურად ჯერ არ შეწყვეტია დეპუტატის მანდატი.
რამდენიმე წუთში პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.