"ოცნება" პრეზიდენტს ფეხზე არც ამჯერად წამოუდგა
"ოცნება" პრეზიდენტს ფეხზე არც ამჯერად წამოუდგა - მმართველი გუნდის წევრები პარლამენტში არც ტაშით შეეგებნენ სალომე ზურაბიშვილს.
საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენას იწყებს.
სალომე ზურაბიშვილი უკვე ტრიბუნასთან დგას.
მთავარი ინტრიგაა, ისაუბრებს თუ არა პრეზიდენტი პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილზე.