ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი

06.02.24 12:30
ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი

 ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას და დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა: 

პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით! 
2023 წელი, რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა,  გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა. 

მსგავსი სიახლეები