რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება - პრეზიდენტი
რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას ემსახურება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებზეც ისაუბრა.
რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურებაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.