პრეზიდენტი ოპოზიციას: დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება

06.02.24 13:09
პრეზიდენტი ოპოზიციას: დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება

"თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას.

მისი თქმით, მისი საქმე არაა, რომ ოპოზიციას უბიძგოს, ან უთხრას, გაერთიანდნენ თუ დაიშალნ, მაგრამ ეუბნება ოპოზიციას, რომ უნდა შეძლონ და ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერდნენ.

საზოგადოებას  უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. 

ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის მიმართვის ადრესატისაზოგადოებაცაა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიზნის მიღწევაში საზოგადოების როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.

ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე  უცნაურია, თუ რატომ უნდა ვრცელდებოდეს, ან ვიღაც ცდილობდეს გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, მივყვეთ ინერციას, თუ მივეცეთ უმოქმედობას და ხელიდან გავუშვათ ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ხელმისაწვდომი შესაძლებლობა.

ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა აქტიურად ჩაერთოთ ამ არჩევნებში.

აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. თუ მომავალი დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა დანაშაულია! - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის განცხადებით, დიასპორაში მყოფმა  მოქალაქეებს, არა ნაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა:

 თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა  უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოთ არჩევნების დღეების გაზრდა. უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი"- დასძინა სალოემ ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები