რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი - კობახიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

06.02.24 13:18
რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი - კობახიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი - ასე აფასებს პრემიერობის კანიდატი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ინიციატივას ერთობის შემქნის თაობაზე. 

კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდებიან. მეტიც, "ოცნების" ლიდერი პრეზიდენტის გეგმებზეც საუბროს და ამტკიცებს, რომ ამის მიზანია, რომ ოპოზიცურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი გადალახონ.

მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი, მეტი არაფერი. ჩვენ ბუნებრივია, ამით ვერ და არ ვიქნებით დაინტერესებულნი. ეს არის მისი საქმე. ნუ ვიღაცების მიზანია, ოპოზიციური პარტიების, რომ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადალახო 5%-იანი ბარიერი,რ აც ძალიან გაუჭირდებათ", - ამბობს კობახიძე

მისივე თქმით, „ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“.

„რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, საინტერესო არ იყო არაფერი. მან რეალურად დაადასტურა, ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“,- აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოო პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.

 

მსგავსი სიახლეები