ზურაბიშვილის ფრაზების კომენტირება საინტერესო არ არის - კობახიძე

06.02.24 13:27
ზურაბიშვილის ფრაზების კომენტირება საინტერესო არ არის - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს კი არა თავად სალომე ზურაბიშვილს აქვს კითხვებზე პასუხები გასაცემი.

მეტიც "ოცნების" პრემიერობის კანდიდატი საჭიროდაც არ თვლის, საქართველოს პრეზიდენტის ფრაზების კომენტირებას.

ერთადერთი, ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებით და მან საზოგადოების კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. სალომე ზურაბიშვილის ფრაზების კომენტირება საერთოდ არ არის საინტერესო", - ამბობს კობახიძე.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განმარტების გაკეთება სთხოვა. 

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე და ქვეყნის საგარეო კურსზე.

 

მსგავსი სიახლეები