თუ ზურაბიშვილი იმოქმედებს კანონმდებლობის წინააღმდეგ, კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება - კობახიძის მუქარა
თუ ზურაბიშვილი იმოქმედებს კანონმდებლობის სულისკვეთების წინააღმდეგ, კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კითხვაზე, მოაწერს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხელს, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს „საერთოდ არ არის საინტერესო“.
„საერთოდ არ არის საინტერესო, მოაწერს - არ მოაწერს, კონსტიტუცია კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ გარანტიებს შეიცავს. აქედან გამომდინარე, თუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კონსტიტუციის სულისკვეთების წინააღმდეგ, მას კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ინტერესებს იცავს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.