ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა -ჰერჩინსკი ზურაბიშვილზე

06.02.24 13:47
 ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა -ჰერჩინსკი ზურაბიშვილზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებას აფასებს. "ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული" - ამბობს ელჩი პრეზიდენტის სიტყვაზე. 

"ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე იყო კრიტიკული მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ. მან ასევე გამოთქვა კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის წინსვლისა და არჩევნების შესახებ. ზოგადად მისი გამოსვლა მომეწონა, რადგან ოპტიმისტური იყო და ეს ოპტიმიზმი აუცილებლად გაგვყვება მომდევნო თვეებში," - ამბობს ჰერჩინსკი.

მსგავსი სიახლეები