ჩვენი რეიტინგი 60%-თან ახლოსაა - კობახიძე არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია

06.02.24 14:07
 ჩვენი რეიტინგი 60%-თან ახლოსაა - კობახიძე არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია

კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, მმართველი პარტიის რეიტინგი 60%-თან ახლოსაა.

"ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევების მიხედვით, 60%-თან ახლოსაა ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დავაზუსტებ - საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა - 100 მანდატს"- თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები