მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტის ინიციატივაში - ბოკუჩავა
მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში - „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, შეუერთდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნოდ ერთიანობა მნიშვნელოვანია.
„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.