რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა, უნდა, შალვას ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაკეთდეს - მდინარაძე პრეზიდენტზე
რიგითი, რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის უმწვავეს გამოსვლას.
მდინარაძე ზურაბიშვილს "ფორმალურ პრეზიდენტად" მოიხსენიებს და ოპოზიციასთან გარიგებაში ადანაშაულებს.
"უნდა შალვას ფანჩატური გარემონტდდეს და სალომეს ფანჩატურად გადაიქცეს"- ამბობს მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის 40 წუთიანი სიტყვა "უკიდურესად სუბიექტური" იყო.
პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, ტენდენციურის მითუმეტეს, პრეზიდენტის სტატუსს რომ არ შეესატყვისება, ეს მარტივი ამბავია. მეორე, წეღანაც ვთქვი და იგივეს გავიმეორებ, მას უნდა, რომ რაღაც ევრორემონტს სთავაზობს შალვას ფანჩატურისას და სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას და მესამე, მას აქვს როგორც ჩანს გარკვეული როლი, რომელიც ორ თუ სამ ვერსიად შეიძლება დაკონვერტირდეს: ან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს და ეს როლი შეიძლება შეითავსოს, ამ შემთხვევაში სხვას ვერაფერს მოახერხებს, მეორე, არ შეიწყალოს სააკაშვილი და თავისთან შექმნას რაღაც პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მესამე ვერსია, ახლა ამუშავებენ როგორც ჩანს ამ ვერსიას, მესამე ვერსია იკვეთება მის გამოსვლაში, ის რომ არ გადადგეს წინასწარ, შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და პრეზიდენტის პოზიციიდან განახორციელოს დარტყმა, ოღონდ რადიკალური ოპოზიციის წარმოდგენებიდან და მათი გეგმებიდან გამომდინარე".
40 წუთიანი უმწვავესი გამოსვლა და პრეზიდენტის კრიტიკული გზავნილები ოლიგარქს - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვლსგან განმარტებებს ითხოვს - "ვინ რატომ გაუშვით ან რატომ დანიშნეთ აგვიხსენით"
საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს პირველად თქვა, რომ ივანიშვილი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სასამართლო კლანზე, ელიტურ კორუფციაზე და ივანიშვილს საჯაროდ კითხა -რას გულისხმობდა, როდესაც კორუფციაზე საუბრობდა და როდის დასარულებს მურუსიძე ჩინჩალაძის მმართველობას სასამართლოში.
გამოსვლის ბოლოს, პრეზიდენტმა საკოორდინაციო ცენტრის დაფძნების შესახებ ისაუბრა.