ზურაბიშვილს არ სტკივა თავისი ქვეყანა - სუბარი
"ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქვეყანა არ სტკივა.
სუბარი აცხადებს, რომ შეცდნენ, როდესაც ქართველ ხალხს უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი.
არ აჟღერებს იმ საკითხებს, რომლებიც ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულია დღეს და ლაპარაკობს იმაზე, რაც მის დამკვეთებს, პატრონეს სჭირდებათ. ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების არმსახურება და ქვეყნის ინტერესების ღალატი, როდესაც ის არ ლაპარაკობს იმ საფრთხესტან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას აქვს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
მას არ სტკივა თავისი ქვეყანა, რადგან, როგორც მან ერთხელ თქვა, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქართველი ხალხი. ჩვენ კარგად ვიცით მისი პოლიტიკური წონა, როცა პოლპულარობის პიკში იყო და ეგონა, რომ მთელი საქართველო მის მხარეს იდგა, მაშინ ის 2%-ს ვერ გასცდა. საკრებულოებში ვერც ერთი მისი წევრი ვერ გაიყვანა. ეს არის მისი პოლიტიკური წონა, მაგრამ ჩვენ მიუხედავად ამისა, დავუშვით შეცდომა და ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ის იქნებოდა გამაერთიანებელი ჩვენი ქვეყნის", - განაცხადა სუბარმა.
40 წუთიანი უმწვავესი გამოსვლა და პრეზიდენტის კრიტიკული გზავნილები ოლიგარქს - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვლსგან განმარტებებს ითხოვს - "ვინ რატომ გაუშვით ან რატომ დანიშნეთ აგვიხსენით"
საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს პირველად თქვა, რომ ივანიშვილი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სასამართლო კლანზე, ელიტურ კორუფციაზე და ივანიშვილს საჯაროდ კითხა -რას გულისხმობდა, როდესაც კორუფციაზე საუბრობდა და როდის დასარულებს მურუსიძე ჩინჩალაძის მმართველობას სასამართლოში.
გამოსვლის ბოლოს, პრეზიდენტმა საკოორდინაციო ცენტრის დაფძნების შესახებ ისაუბრა.