არ ინერვიულოთ, საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას - პრეზიდენტი

06.02.24 15:10
არ ინერვიულოთ, საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას - პრეზიდენტი

პრეზიდენტის პასუხი "ქართული ოცნების" პროპაგანდას - რამდენიმე წუთის წინ, სალომე ზურაბიშვილმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა.

მმართველი პარტიის რიტორიკის, (თითქოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა) მოკლე გზავნილით უპასუხა:

იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას, ეს არის მისი ერთადერთი მომავალი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა"- თქვა კობახიძემ. 

40 წუთიანი უმწვავესი გამოსვლა და პრეზიდენტის კრიტიკული  გზავნილები ოლიგარქს - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვლსგან  განმარტებებს  ითხოვს - "ვინ რატომ გაუშვით ან რატომ დანიშნეთ აგვიხსენით"

საპარლამენტო  ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს  პირველად თქვა, რომ ივანიშვილი  ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია. 

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სასამართლო კლანზე, ელიტურ კორუფციაზე და ივანიშვილს  საჯაროდ კითხა -რას გულისხმობდა, როდესაც კორუფციაზე საუბრობდა და როდის დასარულებს მურუსიძე ჩინჩალაძის მმართველობას სასამართლოში. 

გამოსვლის ბოლოს, პრეზიდენტმა საკოორდინაციო ცენტრის დაფძნების შესახებ ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები