ყველაზე მადლიანი საქმე დარჩენილ ვადაში არის, რომ რამდენიმე ადამიანს შეუცვალოთ ცხოვრება - ხვიჩია პრეზიდენტს

06.02.24 15:28
ყველაზე მადლიანი საქმე დარჩენილ ვადაში არის, რომ რამდენიმე ადამიანს შეუცვალოთ ცხოვრება - ხვიჩია პრეზიდენტს

იაგო ხვიჩიას თქმით, ყველაზე მადლიანი საქმე, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს არის შეწყალება, „დარჩენილ ვადაში თუნდაც რამდენიმე ათეულ, ან ასეულ ადამიანს შეეცვალოს ცხოვრება“.

ის საყვედურები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, დეპუტატებმა, პარლამენტის წევრებმა, ხომ არ ეკუთვნის პრეზიდენტის ინსტიტუციასაც, იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი რეალური იფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის არის შეწყალებები და თუ სასამართლოში ხდავ იმ პრობლემებს, რაც არის,  ყველაზე მადლიანი საქმე, რაც შეიძლება გაკეთდეს დარჩენილ ვადაში, არის ის, რომ თუნდაც რამდენიმე ათეულ, ან ასეულ ადამიანს შეეცვალოს ცხოვრება“,- აღნიშნა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, „გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ეტიკეტზე საუბრისას ჩაცმულობა დაუწუნა.

„ჰალსტუხი არ მიკეთია, მაგრამ იმედია მე მაინც შევესაბამები ეტიკეტს რაღაცნაირად. არ ვიცი, მგონი ეტიკეტზე ვერ „გავუხურებთ“ ერთმანეთს ბევრს, ჩვენ სათანადო რაოდენობით არ ვართ დარბაზში, რომ მაინცდამაინც ეტიკეტზე მივაწვეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

 

მსგავსი სიახლეები