პერსონალურ რეფორმასთან ერთად უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური ხასიათის რეფორმები სასამართლოში - ლოლაძე
"კორუფცია არა მხოლოდ სასამართლო დამოუკიდებლობას უშლის ხელს, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის არის დიდი წინაღობა," - ამ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესიკ ლოლაძე აკეთებს.
ლოლაძე "პირველებთან" აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა სასამართლო კლანზე, მის გავლენებზე და კორუფციაზე ისაუბრა. როგორც ლოლაძე ამბობს, მნიშვნელოვანია რეფორმა, თუმცა ეს უნდა იყოს როგორც სისტემური რეფორმა, ასევე პერსონალური.
საერთოდ, საერთო სასამართლოების სისტემა პრობლემატურია დღეისთვის და ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ზოგადად, სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის ამ სისტემის არა მხოლოდ პერსონალური რეფორმა, იმიტომ, რომ თუ სისტემა იგივე დარჩა, ადამიანების შეცვლა არაფერს მოიტანს, ამიტომ პერსონალურ რეფორმასთან ერთად აუცილებლად უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური ხასიათის რეფორმები.
კორუფცია არა მხოლოდ სასამართლო დამოუკიდებლობას უშლის ხელს, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის არის დიდი წინაღობა, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს ის დიდ პრობლემას, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ე.წ. ელიტურ კორუფციას,“ - ამბობს ბესო ლოლაძე.
40 წუთიანი უმწვავესი გამოსვლა და პრეზიდენტის კრიტიკული გზავნილები ოლიგარქს - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვლსგან განმარტებებს ითხოვს - "ვინ რატომ გაუშვით ან რატომ დანიშნეთ აგვიხსენით"
საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს პირველად თქვა, რომ ივანიშვილი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სასამართლო კლანზე, ელიტურ კორუფციაზე და ივანიშვილს საჯაროდ კითხა -რას გულისხმობდა, როდესაც კორუფციაზე საუბრობდა და როდის დასარულებს მურუსიძე ჩინჩალაძის მმართველობას სასამართლოში.
გამოსვლის ბოლოს, პრეზიდენტმა საკოორდინაციო ცენტრის დაფძნების შესახებ ისაუბრა.