კლანი არის საბჭოთა გადმონაშთი, ასეთი სასამართლოთი ვერ შევალთ EU-ში - თამარ ლალიაშვილი

06.02.24 15:36
კლანი არის საბჭოთა გადმონაშთი, ასეთი სასამართლოთი ვერ შევალთ EU-ში - თამარ ლალიაშვილი

„ასეთი სასამართლოთი ვერ შევალთ და ვერ განხორციელდება ჩვენი საბოლოო ევროპული ინტეგრაცია,“ - ამ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი აკეთებს.

როგორც ლალიაშვილი ამბობს, დღეს არსებული სასამართლო სისტემა საბჭოთა კავშირის გადმონაშთია.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა, ვიტყოდი, რომ არის იმ რეალობის გამოძახილი, რაც დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად სწორია - კლანი არის იმ საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, უფრო ზუსტად, სწორედ იმ საბჭოთა კავშირში არსებულის, დარჩენილის ხორცშესხმა და ახლად მისი წარმოჩენა და განსახიერება, რაც დღეს არის, ეს პირველი არ არის, მუდმივად არსებობს ბრძოლა კლანის წინააღმდეგ, რომ ასეთი სასამართლოთი ვერ შევალთ და ვერ განხორციელდება ჩვენი საბოლოო ევროპული ინტეგრაცია,“ - აცხადებს თამარ ლალიაშვილი.
 

40 წუთიანი უმწვავესი გამოსვლა და პრეზიდენტის კრიტიკული  გზავნილები ოლიგარქს - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვლსგან  განმარტებებს  ითხოვს - "ვინ რატომ გაუშვით ან რატომ დანიშნეთ აგვიხსენით"

საპარლამენტო  ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს  პირველად თქვა, რომ ივანიშვილი  ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია. 

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სასამართლო კლანზე, ელიტურ კორუფციაზე და ივანიშვილს  საჯაროდ კითხა -რას გულისხმობდა, როდესაც კორუფციაზე საუბრობდა და როდის დასარულებს მურუსიძე ჩინჩალაძის მმართველობას სასამართლოში. 

გამოსვლის ბოლოს, პრეზიდენტმა საკოორდინაციო ცენტრის დაფძნების შესახებ ისაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები