დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე - ვაშაძე

06.02.24 15:36
დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე - ვაშაძე

დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

ვაშაძე აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა მზად არიან აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ, თუმცა მისი თქმით, დიდ ერთიანობას სააკაშვილის გათავისუფლება სჭირდება.

„მან გააკეთა განცხადება გარკვეულ პლატფორმასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ, გამარჯვების კოალიცია მზად ვართ, ნებისმიერ ერთობაში მივიღოთ მონაწილეობა. იმიტომ, რომ ვფიქრობ, საერთო დიდი მიზანი გვაქვს - საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი.

ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ აბსოლუტურად ყველას, შესაბამისად, ამ განცხადებასაც პოზიტიურად ვეხმაურებით. მეორე საკითხია, რომ ამ დიდ ერთიანობას ასევე სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამ დიდი ერთიანობისთვის მზად ვართ, გამარჯვების კოალიცია, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობა, ყველანი ერთად მზად ვართ, რომ ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა“, - ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები