ბოდიშს გიხდით, პატივს ვცემ ასაკს, ქალს, ერთი თხოვნა მაქვს, თქვით, იმსახურებდა თუ არა საქართველო სტატუსს? - მდინარაძე პრეზიდენტს

06.02.24 15:46
ბოდიშს გიხდით, პატივს ვცემ ასაკს, ქალს, ერთი თხოვნა მაქვს, თქვით, იმსახურებდა თუ არა საქართველო სტატუსს? - მდინარაძე პრეზიდენტს

ერთი თხოვნა მაქვს, თქვით, იმსახურებდა თუ არა საქართველო სტატუსს? - ასე მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

მდინარაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას "ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა".

"მოგიწოდებთ ქალბატონო სალომე, ბოდიშს გიხდით, უკაცრავად, პატივს ვცემ ასაკს, ქალს, ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რაღაციდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება რომ მომისმინოთ. ერთი თხოვნა მაქვს მე თქვენთან. ახლა მაინც თქვენ რომ დასკვნითი სიტყვით გამოხვალთ, თქვათ - საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს? საქართველომ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე სტატუსს ევროპელი კოლეგები და მეგობრები არ არიგებენ.

ჩვენ თავს ზევით ძალა უნდა ვიპოვოთ და ვთქვათ, რომ საქართველო [სტატუსს] იმსახურებდა მაშინ, როდესაც თქვენ თქვით, რომ არ იმსახურებდა. მაშინაც, წინა წელს როცა დაიჩაგრა ქვეყანა, მაშინაც როცა მიიღო და მომავალშიც სხვაზე მეტად იმსახურებს, რომ ის იყოს ტრადიციებით, თავისი სწორი აზროვნებით, მენტალობით, თვითმყოფადობით, ისტორიით და კულტურით ევროპის [ოჯახში ყოფნას]", - თქვა მდინარაძემ.

40 წუთიანი უმწვავესი გამოსვლა და პრეზიდენტის კრიტიკული  გზავნილები ოლიგარქს - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვლსგან  განმარტებებს  ითხოვს - "ვინ რატომ გაუშვით ან რატომ დანიშნეთ აგვიხსენით"

საპარლამენტო  ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს  პირველად თქვა, რომ ივანიშვილი  ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია. 

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სასამართლო კლანზე, ელიტურ კორუფციაზე და ივანიშვილს  საჯაროდ კითხა -რას გულისხმობდა, როდესაც კორუფციაზე საუბრობდა და როდის დასარულებს მურუსიძე ჩინჩალაძის მმართველობას სასამართლოში. 

გამოსვლის ბოლოს, პრეზიდენტმა საკოორდინაციო ცენტრის დაფძნების შესახებ ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები